მუსიკა — უხილავი გმირი კინოსა და ანიმაციაში, რომელიც გვაგრძნობინებს სიხარულს, სევდასა და იმედს. მუსიკალური ჟანრები, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ განწყობასა და ემოციას. შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე – “მუსიკის როლი და მნიშვნელობა კინოსა და ანიმაციაში“ – საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოადგინეს, თუ როგორ ქმნის ხელოვნების ჟანრები განსხვავებულ განწყობას, აძლიერებს სიუჟეტს და ხდის კადრებს ცოცხალსა და დაუვიწყარს. მადლობა მუსიკის მასწავლებელს, ნინო დაუშვილს, გაწეული შრომისათვის და მადლობა ჩვენს მოსწავლეებს საინტერესოდ წარმოდგენილი ნამუშევრებისთვის!Read More
საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება; კლიმატური ცვლილებების გამოწვევების მიმართ ახალგაზრდების ხედვის გაღრმავება; გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა; მყინვარების დაცვის მნიშვნელობის გააზრება. შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ III სტუდენტთა და მოსწავლეთა ოლიმპიადაში – „თეთრი მემკვიდრეობა – ცოდნა მყინვარის სიჩუმიდან”. ოლიმპიადის ორგანიზატორი იყო საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი. ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის ჩვენს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი ცოდნისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის...Read More
ჩვენ ხშირად გიამბობთ ჩვენი წარმატებული მოსწავლეების შესახებ. ამჯერად, სიამაყით გიზიარებთ კერძო სკოლა ნკ-ს მე-9 კლასის მოსწავლის, გიორგი კალანდაძის მნიშვნელოვან წარმატებას. გიორგი გახდა Bismarck’s Academy-ის სადებიუტო პროექტის — “Voice for Diplomacy” — ერთ-ერთი გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული 150 დელეგატი, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ასევე Young European Ambassadors-ის წევრებს. ჩვენი სკოლის მოსწავლე იმ ორ გამარჯვებულს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობითა და უნარებით გამოირჩნენ. გიორგის გადაეცა სრული...Read More
სკოლამდელი განათლება გსურთ თქვენი შვილი სასკოლო პროგრამას მომზადებული შეხვდეს? შპს კერძო სკოლა ნკ აცხადებს აღსაზრდელთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო მზაობის პროგრამაზე (ფრესქული) სკოლას 30 წლიანი გამოცდილება აქვს და დაკომპლექტებულია სპეციალურად გადამზადებული, მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით ნკ გთავაზობთ აღსაზრდელებისთვის სასკოლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას თბილ, უსაფრთხო, კეთილმოწყობილ და ოჯახურ გარემოში სკოლამდელი პროგრამა ითვალისწინებს: სამყაროს შეცნობა კომუნიკაცია (მოსმენა, მეტყველება) პიროვნული, სოციალური და ემოციური განვითარება მათემატიკური აზროვნება ინგლისური ენის სახალისო კურსი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ფიზიკური განვითარება...Read More
J30 PARALIMNI — კვიპროსი ITF 18&U ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 18 წლამდე იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე კერძო სკოლა ნკ-ს მე-11 კლასის მოსწავლემ, ნიტა სხილაძემ, წყვილთა თანრიგში დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლის სპორტული მიღწევებით. მოპოვებული ტიტული მისი დიდი სპორტული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვულოცავთ ნიტას ამ შთამბეჭდავ წარმატებას და დიდ სპორტულ გამარჯვებებს ვუსურვებთ!Read More