“NK” – ში შერვუდის საგანმანათლებლო ცენტრის ბრიტანელმა ტრენერმა, ნიკოლასმა, ინგლისურ ენაზე ჩაატარა ტრენინგი სახელწოდებით “კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა”. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა – პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.Read More
“Nk” – ის მესამე კლასელებმა რუსული ენის ანბანისადმი მიძღვნილი კოსტუმირებული ზეიმი გამართეს. მოსწავლეებმა შესანიშნავი რუსულით წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები. შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების ბოლოს მესამე კლასელმა ნინი ბაჩიაშვილმა წაიკითხა მუხრან მაჭავარიანის ლექსი “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა”. ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი ირინა კაპანაძე, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.Read More
“Nk” – ის მერვე კლასში ჩატარდა პროექტის “რიცხვის სტანდარტული ფორმა, დიდი და პატარა რიცხვები” პრეზენტაცია. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ერთ საგანში ( მათემატიკაში) ნასწავლი და გააზრებული მასალა გამოეყენებინათ სხვა (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ასტრონომია) საგნებში, განევითარებინათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და წარდგენის უნარ-ჩვევები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. +2 68 ადამიანი მოიცვა 35...Read More
“Nk” – ის მეექვსე კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “პატარა ამბები დიდი იტალიელების შესახებ”. მოსწავლეებმა ისაუბრეს იტალიური ენის წარმოშობისა და გამოჩენილი იტალიელების დანტე ალიგიერის, ფრანცისკო პეტრარკას, ჯოვანი ბოკაჩოს, წმინდა ფრანცისკ ასიზელის, ლეონარდო და ვინჩის, ქრისტეფორე კოლუმბის, მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის, ჯუზეპე გარიბალდისა და ჯუზეპე ვერდის ცხოვრების და თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეებმა იტალიური ენის საუკეთესო ცოდნა გამოავლინეს.Read More
“NK” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2022-2023 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ “NK”? სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მიზანია აღზარდოს სწრაფადცვალებად გარემოში ადაპტირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე; 27 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი; 2028 წლისათვის შპს “NK”-ის მიერ შეთავაზებული სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს...Read More