საინტერესო, შემოქმედებითი, ინფორმაციული, მრავალმხრივი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში “NK”-ის მე-3 კლასში და შთაბეჭდილებებით სავსე აუდიტორია.
საქართველოს დიდებული წარსული და ისტორია, სახელოვანი მეფეები, მათი მოღვაწეობა და ღვაწლი სამშობლოს წინაშე.
მოსწავლეებმა, შესწავლილი მოთხრობების მიხედვით, ისაუბრეს დავით აღმაშენებლის, თამარის, ერეკლე მეფის ეპოქაზე.
დამოუკიდებელი მსჯელობა და აზროვნების უნარი, როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე, საიდანაც ნათლად გამოჩნდა მოსწავლეთა საფუძვლიანი ცოდნა და რამაც დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.