ეკოლოგიური პრობლემები, წყლისა და საკვები რესურსების სწორი გადანაწილება, ხელმისაწვდომი განათლება ყველა ადამიანისთვის, კლიმატის ცვლილება.
აქტუალური საკითხები, რომელთა მოგვარება აუცილებელი პირობაა უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ პრობლემების წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ქვეყნების განვითარებისთვის.
“NK”- ის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, პრეზენტაციაზე, ნათლად წარმოაჩინეს თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.