“NK’-ის მოსწავლეთა საინტერესო, მხიარული და განსაკუთრებულად ტკბილი დღე კომპანია “ბარამბოში”. დაათვალიერეს და გაეცნენ საწარმოს მუშაობის პრინციპს, დაესწრნენ პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის პროცესს. ვიზიტის ბოლოს კი საჩუქრად მიიღეს კომპანია “ბარამბოს” მიერ წარმოებული უგემრიელესი ქართული ტკბილეული.Read More
️ისტორიულ მოტივებზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ბაზალეთის ტბა”. საქართველოს გაცოცხლებული წარსული. სამყარო, რომელშიც ჩვენი პატარა სახლია. კოსმოსი ციფრულ განზომილებაში და სამყაროს უსასრულობაში მოგზაური ბავშვები. “NK”-ის მოსწავლეთა საოცარი შთაბეჭდილებებითა და ემოციით სავსე დღე თბილისის ციფრულ სივრცეში.Read More
ამერიკელი ასტრონავტი, ნილ არმსტრონგი, წერდა: “როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი”. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. გავუფრთხილდეთ დედამიწას! ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! ️ “NK”-ის მოსწავლეები, ტრადიციულად, ჩაერთვნენ გარემოსდაცვით ღონისძიებაში და ამით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პლანეტის მიმართ.Read More
საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია-პრეზენტაცია “NK”-ში. მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის “ნოვა” დამფუძნებელი და რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტი რამაზ ბლუაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ამერიკის კოსმოსური სააგენტო “NASA”-ს და “ვოიაჯერის” შესახებ. გააცნო ინფორმაცია ცნობილ ქართველ ავიაკონსტრუქტორზე, ალექსანდრე ქართველზე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. უამბო ქართული ხალხური სიმღერის “ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნის საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია, რომელიც უამრავი პროექტის ინსპირაციად...Read More
“NK”-ის მე-7 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საწარმოს “კოკა-კოლა”. გაეცნენ საწარმოს გარემოს, მუშაობის პრინციპებს, მოისმინეს კოკა-კოლას დაარსების ისტორია, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია წარმოების ტექნოლოგიების შესახებ, დაესწრნენ პროდუქციის წარმოების პროცესს. ვიზიტის დასასრულს დააგემოვნეს ქართული წარმოების მსოფლიო ბრენდი.Read More