შპს კერძო სკოლა ნკ-სა და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მიმართულებით ტრენინგებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, ასევე მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება შემეცნებითი და განმავითარებელი პროექტები შპს კერძო სკოლა ნკ – ს მოსწავლეებისთვის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ და შპს კერძო სკოლა ნკ-ს დირექტორმა ნუგზარ ყენიამ.