Caption Aligned Here

Blog Full Right Sidebar

“თბილისის კინოსა და არქიტექტურის ტური” ტური, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა. შპს კერძო სკოლა ნკ – ს მოსწავლეებმა იმ ადგილებში იმოგზაურეს, სადაც ქართული კინოს ისტორია იწერებოდა და სადაც გადაღებულია 1920-იანი წლებიდან 1990 წლამდე შექმნილი ცნობილი ფილმები. მოისმინეს საინტერესო ისტორიები კინოს განვითარების შესახებ, გაიხსენეს ცნობილი მელოდიები და დიალოგები, რომლებმაც ეპოქა შექმნა. ტურის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის...
Read More
ცოდნისა და ინტელექტის ზეიმი შპს კერძო სკოლა ნკ-ში „ტვინების ბრძოლა“, თამაში, სადაც მონაწილეები არა მხოლოდ საკუთარ ერუდიციასა და სწრაფ აზროვნებას წარმოაჩენენ, არამედ გუნდური მუშაობის, სტრატეგიული აზროვნებისა და ერთმანეთისადმი მხარდაჭერის შესანიშნავ მაგალითსაც აჩვენებენ ასეთი ღონისძიებები სკოლაში ქმნის მოტივაციას, აძლიერებს ინტერესს სწავლისადმი და აერთიანებს ახალგაზრდებს საერთო მიზნის გარშემო – იყვნენ უფრო უკეთესები, გონიერები და თავდაჯერებულები.
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი დღე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში წინასააღდგომოდ. ჩვენმა პატარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში – „აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული“ მოსწავლეებმა საინტერესო ფორმატში მოისმინეს: როდის და ვის მიერ დადგინდა აღდგომის აღნიშვნა და როგორია ამ დღესასწაულის ათასწლოვანი ისტორია; რა მნიშვნელობა აქვს აღდგომის მთავარ სიმბოლოებს – წითელ კვერცხს,ჯეჯილს და პასკას ; როგორ...
Read More
ახალი ნაბიჯი ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! კერძო სკოლა ნკ-ში გაიმართა ახალი ჟურნალის პრეზენტაცია. დაფუძნდა ჟურნალი „მეორე სახლი“ – სივრცე, სადაც ჩვენი მოსწავლეები საკუთარ ხმას გააჟღერებენ და გაგვიზიარებენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს. ჟურნალის საშუალებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საინტერესო მოვლენებისა და სიახლეების შესახებ. რაც მთავარია, გვიამბობენ ჩვენს სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ინიციატივებსა და...
Read More
საზაფხულო სკოლა თუ ვერ ახერხებთ ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას ან მისთვის სანდო მეთვალყურის მოძებნას, ვერის პარკში მდებარე კერძო სკოლა ნკ გთავაზობთ საინტერესო და მრავალფეროვან საზაფხულო პროგრამას. პროგრამა მოიცავს: შემეცნებით და გასართობ აქტივობებს; სპორტულ ღონისძიებებს; ორჯერად კვებას; მიზნობრივ ექსკურსიებს დედაქალაქის მასშტაბით; საბავშვო ენციკლოპედიის, მხატვრული ლიტერატურისა და მედიაწიგნების მოკლე კურსს; მეტყველების კულტურის განვითარებას; ინგლისურისა და მათემატიკის სახალისო გაკვეთილებს. ბავშვებთან...
Read More
1 2 3 4 5 … 37