საზაფხულო სკოლა თუ ვერ ახერხებთ ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას ან მისთვის სანდო მეთვალყურის მოძებნას, ვერის პარკში მდებარე კერძო სკოლა ნკ გთავაზობთ საინტერესო და მრავალფეროვან საზაფხულო პროგრამას. პროგრამა მოიცავს: შემეცნებით და გასართობ აქტივობებს; სპორტულ ღონისძიებებს; ორჯერად კვებას; მიზნობრივ ექსკურსიებს დედაქალაქის მასშტაბით; საბავშვო ენციკლოპედიის, მხატვრული ლიტერატურისა და მედიაწიგნების მოკლე კურსს; მეტყველების კულტურის განვითარებას; ინგლისურისა და მათემატიკის სახალისო გაკვეთილებს. ბავშვებთან იმუშავებენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები. პერიოდი: 16 ივნისი – ივლისის ბოლო დრო: 09:00 – 18:00 ღირებულება: 200 ლარი (ერთი კვირა) რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართი: მ. კოსტავას ქ. #37 +(995) 32 292 36 86 +(995) 595 55 88 12 +(995) 591 32 32 54