NK-ის მე-4 კლასის მოსწავლის, სესილი სივსივაძის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება. სესილიმ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურსის „US International Open Music Competition“ სამ სხვადასხვა კატეგორიაში (Young Prodigy, Solo Romantic, Solo Contemporary) მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება. NK-ის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ!Read More
საახალწლო ზეიმი სკოლა “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ საახალწლო სიგელები.Read More
სკოლა NK-ის კურსდამთავრებულის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება. ჩვენმა ყოფილმა მოსწავლემ, ლერი ხუფენიამ, მოიპოვა აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული აკადემიური ჯილდო Davis Fellowship აკადემიური წარჩინებისთვის. წელს კოლუმბიის უნივერსიტეტმა სოლიდური კონკურენციის პირობებში ლერის კანდიდატურა წარადგინა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კატეგორიაში. სკოლა NK-ის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ლერის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.Read More