ღონისძიებები

ჯადოსნური სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობრივია. ინტერაქტიული ექსკურსია ფიზიკის მუზეუმში, სადაც შესაძლებელია თითოეულ ექსპონატთან შეხება და საოცარი აზოტის შოუ ექსპერიმენტებით. “NK”-ის მოსწავლეთა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და მხიარული სასკოლო ექსკურსია ექსპერიმენტორიუმში.
Read More
ქართული, ევროპული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.  “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მუსიკალური დღე ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში. ვიზიტის ბოლოს, ჩვენმა მეხუთე კლასელმა და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულმა, სესილი სივსივაძემ, შეასრულა ბეთჰოვენის პირველი სონატა და მიხეილ მაშკოვსკის ეტიუდი.
Read More
გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. ამჯერად, უნივერსიტეტების სასწავლო გარემო დაათვალიერეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიები; მუზეუმი; ხელოვნებისა და არქიტექტურის აუდიტორიები; კულინარიის აკადემია; ბიბლიოთეკა; ვივარიუმი; სპორტული დარბაზები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და კვლევებში.
Read More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ტური თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო ბაზაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო, დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები და მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კულინარიის აკადემია და სპორტული დარბაზები. მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და პრაქტიკულ კვლევებში.
Read More
 “NK”-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით პროგრამაში “ეკოთავგადასავალი”, რომელიც დატვირთული იყო სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო. მცენარეთა თესლის დათესვა; არტთერაპიული სავარჯიშოები; სენსორული მცენარეების გაცნობა; ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შენეცნება; ასე დასრულდა  “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.
Read More
1 2 3 4 12