“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”. წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით. დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები. დიდი მადლობა ამ ემოციური და შემეცნებითი დღისთვის ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლებს, განსაკუთრებით ქალბატონ ია ღადუას. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ 19-ის პანდემიასთან...Read More
“NK”-ის მეოთხე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი ღია გაკვეთილი. მათ ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით გააანალიზეს მოთხრობები: “ბუნების მგოსნები” და “ია”. ორივე ნაწარმოები ეპიზოდებად დაყვეს და მშობლებთან ერთად შექმნეს თითოეული ეპიზოდის კომპოზიცია. გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა აქტიურობითა და მშობელთა ჩართულობით.Read More
მხიარული არდადეგები “ბაკურიანი 2020” 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით, წარმატებულ მოსწავლეთათვის, ტრადიციულად, მოეწყო ბაკურიანის 10 დღიანი შეკრება.Read More
“NK” – ში მოქმედ “ლიტერატურული სალონის” ფორმატში ჩატარდა ღონისძიება “საახალწლო წეს-ჩვეულებები ძველ საქართველოში”. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს უცხოელი მოგზაურების შთაბეჭდილებები საქართველოში გატარებულ ახალ წელზე, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებზე. ლიტერატურული საღამო მუსიკალურად გააფორმეს მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წევრები, პედაგოგები, მოწვეული მშობლები.Read More