უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად, “NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის “ბოლო ზარი” დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები. მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ. სითბოთი და სიყვარულით დაულოცა გზა პირველმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქალბატონმა ნუცა ჩხაიძემ. სკოლის წარმატებულად დასრულება მიულოცეს პედაგოგებმა და სკოლის თანამშრომლებმა. მოკრძალებული ზეიმი, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში ნაძვის ნერგის დარგვით დასრულდა. “NK” ულოცავს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას. უსურვებს მათ წარმატებას და იმედოვნებს, რომ თითოეული მათგანი...Read More
“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”. წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით. დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები. დიდი მადლობა ამ ემოციური და შემეცნებითი დღისთვის ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლებს, განსაკუთრებით ქალბატონ ია ღადუას. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ 19-ის პანდემიასთან...Read More
“NK”-ის მეოთხე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი ღია გაკვეთილი. მათ ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით გააანალიზეს მოთხრობები: “ბუნების მგოსნები” და “ია”. ორივე ნაწარმოები ეპიზოდებად დაყვეს და მშობლებთან ერთად შექმნეს თითოეული ეპიზოდის კომპოზიცია. გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა აქტიურობითა და მშობელთა ჩართულობით.Read More
მხიარული არდადეგები “ბაკურიანი 2020” 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით, წარმატებულ მოსწავლეთათვის, ტრადიციულად, მოეწყო ბაკურიანის 10 დღიანი შეკრება.Read More