შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები მეფეებისა და დედოფლების სამყაროში. საგანმანათლებლო პროგრამამ „სამეფო გვირგვინი“ ბავშვები საოცარ თავგადასავალში ამოგზაურა, სადაც მათ ბაგრატიონთა გამოფენაზე უნიკალური სიძველეები ნახეს, მოისმინეს საინტერესო ისტორიები და ბოლოს თავად შექმნეს საკუთარი სამეფო სიმბოლო — გვირგვინი, რომელიც ფანტაზიამ და მათმა ხელებმა გააცოცხლა. აქ ბავშვები არა მხოლოდ მსმენელები, არამედ შემოქმედები გახდნენ. ყველაზე მხიარული, შთამაგონებელი და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ხელოვნების სასახლეში.Read More
წყლის შესახებ ცნობიერების ამაღლების პრეზენტაცია შპს კერძო სკოლა ნკ-ში. პრეზენტაცია მიეძღვნა: მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავებას; გარემოზე ზემოქმედების შემცირებას; წყლის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მის დაცვას; რესურსების გონივრულად გამოყენებას; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება წყლის დაზოგვის საქმეში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო და სახალისო აქტივობა, რომლის ბოლოსაც მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. მადლობა მდგრადი განვითარების კავშირს ეკოხედვა – Ecovision – საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციისთვის.Read More
საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა შპს კერძო სკოლა ნკ-ში. შეხვედრის თემა: „ლიტერატურა და წიგნის კითხვის მნიშვნელობა“. როგორ ავითარებს კითხვა აზროვნებას, წარმოსახვასა და გამოთქმის უნარს; როგორ ეხმარება ადამიანს საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენასა და გამოხატვაში, პიროვნულ განვითარებასა და ემპათიის ჩამოყალიბებაში. ჩვენმა მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელ მწერლებზე, მათ მიერ წაკითხულ წიგნებსა და იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც კითხვამ და ლიტერატურამ დაუტოვათ. ️შეხვედრის ბოლოს კი შემეცნებით ვიქტორინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. განსაკუთრებული მადლობა Schooler -ის გუნდს და სატელევიზიო შოუ “წიგნების...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია – „ტურისტული სააგენტოები — დასვენება საქართველოში და უცხოეთში.” კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ტურისტული სააგენტოების მომსახურება, ტურისტული მარშრუტები, ეკო-მეგობრული შეთავაზებები და გამორჩეული მიმართულებები. კანადა და ხევსურეთი; ინგლისი და კახეთი; შვეიცარია და სვანეთი; თურქეთი და რაჭა. ტურისტული მარშრუტები და მიმართულებები, რომლებიც ჩვენმა მოსწავლეებმა საინტერესოდ და შინაარსიანად წარმოადგინეს. პრეზენტაციის მიზანი იყო: ცნობიერების ამაღლება ეკო-მეგობრული ტურიზმის შესახებ; ტურისტული სააგენტოების მომსახურების ანალიზი; საკუთარი...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია. გლობალური დათბობა და გარემოს დაბინძურება – ჩვენი დროის გამოწვევები; პლანეტის საფრთხეები – ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, პლასტმასის გადამეტებული მოხმარება, ტყეების გაჩეხვა და ფლორისა და ფაუნის პრობლემები; დედამიწის პრობლემები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეეხება; როგორ დავეხმაროთ გარემოს და როგორ გავუფრთხილდეთ პლანეტას? დედამიწაზე ზრუნვა არჩევანი არ არის – ეს ვალდებულებაა. სამყაროს მნიშვნელოვან გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე გამართეს...Read More