Caption align here

Blog Full Left Sidebar With Frame

საინტერესო, შემოქმედებითი, ინფორმაციული, მრავალმხრივი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში “NK”-ის მე-3 კლასში და შთაბეჭდილებებით სავსე აუდიტორია. საქართველოს დიდებული წარსული და ისტორია, სახელოვანი მეფეები, მათი მოღვაწეობა და ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მოსწავლეებმა, შესწავლილი მოთხრობების მიხედვით, ისაუბრეს დავით აღმაშენებლის, თამარის, ერეკლე მეფის ეპოქაზე. დამოუკიდებელი მსჯელობა და აზროვნების უნარი, როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე, საიდანაც ნათლად გამოჩნდა მოსწავლეთა საფუძვლიანი ცოდნა და რამაც დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მასწავლებელი...
Read More
“საქართველოო ლამაზო…” 26 მაისის დღესასწაულისადმი მიძღნილი გრანდიოზული სასკოლო ღონისძიება “NK”-ში და შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დამსწრე საზოგადოება. ჩვენი ქვეყანა, მისი თითოეული რეგიონი, საქართველოს კუთხეები დამახასიათებელი ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, აქსესუარებით, ხალხური სიმღერითა და ცეკვით. ️ჩვენი მოსწავლეების მიერ დიდი ენთუზიაზმით, სიყვარულითა და ღირსებით წარმოდგენილი საქართველო ეთნოგრაფიულ-კულტურულ ასპექტში ინსცენირებით. ️მეათე კლასელის, ლუკა ქავთარაძის მიერ შესანიშნავად შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ტილოები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
Read More
გრძელდება  “NK”-ის მოსწავლის, ნიტა სხილაძის წარმატებები. ამჯერად, ნიტამ, საქართველოს პირველობაზე ჩოგბურთში 12/16 წლის ასაკის გოგონათა შორის, პირველი ადგილი დაიკავა და მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
Read More
საზაფხულო სკოლა ვერ ახერხებთ ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანას და არ გყავთ მათთვის ერთგული მეთვალყურე? ნუ ინერვიულებთ ვერის პარკში არსებული 28-წლიანი გამოცდილების მქონე სკოლა „NK” აცხადებს 5-დან 11 წლამდე ბავშვების მიღებას საზაფხულო სკოლაში სასკოლო-საზაფხულო პროგრამა მოიცავს: შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სპორტულ აქტივობებს ორჯერად კვებას მიზნობრივ ექსკურსიებს დედაქალაქის მასშტაბით მოსწავლეები გაივლიან საბავშვო ენციკლოპედიის, მხატვრული ლიტერატურისა და მედია წიგნების მოკლე კურსს. ასევე, მეტყველების კულტურის გამომუშავების, ინგლისურისა და მათემატიკის სახალისო კურსს საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან იმუშავებენ...
Read More
“NK”-ის მე-12 კლასში ტრადიციული ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი, ხალისიანი წლები და პირველი სასკოლო ნაბიჯები. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. მე-12 კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში დარგეს ნერგი. ვულოცავთ ჩვენს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას! ვუსურვებთ ულევ სიხარულს, წინსვლასა და წარმატებებს!
Read More
1 15 16 17 18 19 31