Caption aligned here

Blog Full Left Sidebar

სულ რამდენიმე თვის წინ შემოაღეს  “NK”-ის კარი ჩვენმა პირველკლასელებმა. დიდი წარმატებით გაიარეს პირველი სასკოლო ნაბიჯები, შეისწავლეს მხატვრული კითხვა, მათემატიკური აზროვნება, კომუნიკაცია, მოსწავლეთა ქცევის წესები, ანალიზი და შეფასება. დღეს კი მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. მხატვრული კითხვა, გააზრება, როლური თამაში და ინსცენირება – ის ცოდნა...
Read More
ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ინგლისური ვერსია. ჩვენი მოაზროვნე მე-6 კლასელები. საინტერესო კითხვები და პასუხები, ინგლისური ენის შესანიშნავი და საფუძვლიანი ცოდნა. ინტელექტუალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და მხიარული დღე, ინგლისურ ენაზე, “NK”-ში.
Read More
რომი, მილანი, ფლორენცია, ვენეცია, ვერონა. იტალიის ხუთი ქალაქი და მათი ღირსშესანიშნაობები.  “NK”-ის მე-7 კლასელების შთამბეჭდავი პრეზენტაცია სახელწოდებით – “იტალიის ღირსშესანიშნაობები”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიღრმისეულად მოძიებული ინფორმაციები და იტალიური ენის შესანიშნავი, საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს. მასწავლებელი – ციცინო ტაბატაძე
Read More
 “NK” ხშირად გამცნობთ ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ. ამჯერად, დიდი სიამაყით, სიხარულითა და ემოციით გიზიარებათ ინფორმაციას ჩვენი კურსდამთავრებულის, ლერი ხუფენიას საერთაშორისო აღიარების შესახებ. ლერი, რომელიც ამავდროულად არის კოლუმბიის უნივერსიტეტის დევისის ფონდის მკვლევარი გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში, Forbes-ის 30 წლამდელთა სიის გამარჯვებული გახდა მეცნიერებისა და განათლების კატეგორიაში. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს და ვუსურვებთ...
Read More
ეკოლოგიური პრობლემები, წყლისა და საკვები რესურსების სწორი გადანაწილება, ხელმისაწვდომი განათლება ყველა ადამიანისთვის, კლიმატის ცვლილება. აქტუალური საკითხები, რომელთა მოგვარება აუცილებელი პირობაა უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ პრობლემების წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ქვეყნების განვითარებისთვის.  “NK”- ის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, პრეზენტაციაზე, ნათლად წარმოაჩინეს თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძე
Read More
1 3 4 5 6 7 20