“NK”-ის მოსწავლეთა ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენმა ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს უძველესი ქართული ხელნაწერები, ოთხთავები, კრებულები, თხზულებანი, მინიატურები, სჯულის კანონი, თამარ მეფის ხელნაწერი, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო სამოსელი და მისი ქალიშვილის, ნანო კვინიტაძის რესტავრირებული სამოსი. ვიზიტის მხიარული დასასრული კი იყო ფაზლის გამოყენებით როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობის სცენის აღდგენა “ვეფხისტყაოსნიდან”.Read More
ერთი მსახიობის თეატრი “NK”-ში. მსახიობის მიერ შესრულებული სპექტაკლები და კინოროლები, ეპიზოდები ცნობილი სპექტაკლებიდან, ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, განვლილი გზა და მოგონებები. ქართული თეატრისა და კინოს ცოცხალი ლეგენდის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის საინტერესო და შემოქმედებითი შეხვედრა ჩვენს მოსწავლეებთან.Read More
კიდევ ერთი ჩვენი წარმატებული მოსწავლის შესახებ გიამბობთ. “NK”-ის კურსდამთავრებული, მარიამ პირველი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ედმუნდ მასკის, პროგრამის გამარჯვებულია. პროგრამა, მომავალ ლიდერებს, შესაძლებლობას აძლევს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გამოცდილების მისაღებად იმუშაონ აშშ-ის წამყვან ორგანიზაციებში. მარიამი, 2023 წელს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებულიც გახდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსებით სწავლა განაგრძო...Read More
საახალწლო ზეიმი “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი გადაეცათ საახალწლო სიგელები.Read More
20 დეკემბრის საქველმოქმედო აქციის გაგრძელება. ქველმოქმედება, სიკეთის კეთება, როგორც ადამიანის უმთავრესი მოვალეობა. “NK”-ის მოსწავლეები ესტუმრნენ მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარს “კათარზისს”. მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გადასცეს საჭირო ნივთები და ტკბილეული, რომლებიც შეძენილი იქნა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხით.Read More