აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ სასკოლო განათლებამ მოსწავლეს უპირველესად უნდა განუვითაროს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობისა და სინთეზირების უნარ-ჩვევები. ვფიქრობთ, ამის ხელშემწყობი იქნება ჩვენს სკოლაში დაწყებით საფეხურზე ახალი საგანი “მხიარული ლოგიკა”. იმედი გვაქვს, ჩვენი მოსწავლეები ხალისით ჩაერთვებიან ამ საგნის საკლასო აქტივობებში და სააზროვნო უნარებს მნიშვნელოვნად განავითარებენ.Read More
NK-ში ახალი სასწავლო წლისათვის მიღება გრძელდება. გელოდებით განახლებულ გარემოში. მისამართი: მ. კოსტავას ქ. #37 +(995) 32 292 36 86; +(995) 595 55 88 12; +(995) 591 32 32 54Read More
NK- მშობლის სიმშვიდის გარანტია. სწავლების მაღალ ხარისხთან ერთად ჩვენთვის უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო. ვასწავლოთ და გავუზიაროთ ბავშვებს ის ღირებულებები, რაც თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებზე ღირსეულ პასუხად გამოადგებათ მათ.Read More
კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე NK-ში. დაწყებითი კლასების შემაჯამებელი ღონისძიება “იაკობის კვალდაკვალ”. ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს შესწავლილი ლექსები, მოთხრობები, გააცოცხლეს პერსონაჟები იგავ-არაკებიდან, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და დღე დღესასწაულად აქციეს.Read More
სამყაროს სიყვარული გადაარჩენს. მშვენიერი ემოციების ამოუწურავი წყარო კიდევ უფრო ლამაზი ხდება, როცა ადამიანი ისმენს ან კითხულობს სიტყვებს, რომლებიც მას ბედნიერს ხდის. გულების დღე NK-ში. სითბო, სიყვარული და პოზიტივი, რომელიც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს. გულის ფორმის ფერად ფურცლებზე გადატანილი ემოცია, დაფასება, შექება, კომპლიმენტები, მადლიერება, სურვილები და ამ ფურცლებით მოფენილი ჩვენი სკოლის კედლები. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი...Read More