Caption Aligned Here

Blog Full Right Sidebar

შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საინტერესო ვიზიტი ექსპერიმენტორიუმში. სამეცნიერო სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება საინტერესო და სანახაობრივია. ინტერაქტიული ექსკურსია ფიზიკის მუზეუმში, სადაც შესაძლებელია თითოეულ ექსპონატთან შეხება და უჩვეულოდ სახალისო ქიმიური შოუ ექსპერიმენტებით. ჩვენმა მოსწავლეებმა 90 წუთი სწავლისა და აღმოჩენების ატმოსფეროში გაატარეს.
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები მეფეებისა და დედოფლების სამყაროში. საგანმანათლებლო პროგრამამ „სამეფო გვირგვინი“ ბავშვები საოცარ თავგადასავალში ამოგზაურა, სადაც მათ ბაგრატიონთა გამოფენაზე უნიკალური სიძველეები ნახეს, მოისმინეს საინტერესო ისტორიები და ბოლოს თავად შექმნეს საკუთარი სამეფო სიმბოლო — გვირგვინი, რომელიც ფანტაზიამ და მათმა ხელებმა გააცოცხლა. აქ ბავშვები არა მხოლოდ მსმენელები, არამედ შემოქმედები გახდნენ. ყველაზე მხიარული, შთამაგონებელი და თავგადასავლებით სავსე...
Read More
წყლის შესახებ ცნობიერების ამაღლების პრეზენტაცია შპს კერძო სკოლა ნკ-ში. პრეზენტაცია მიეძღვნა: მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავებას; გარემოზე ზემოქმედების შემცირებას; წყლის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მის დაცვას; რესურსების გონივრულად გამოყენებას; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება წყლის დაზოგვის საქმეში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო და სახალისო აქტივობა, რომლის ბოლოსაც მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. მადლობა მდგრადი განვითარების კავშირს ეკოხედვა...
Read More
საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა შპს კერძო სკოლა ნკ-ში. შეხვედრის თემა: „ლიტერატურა და წიგნის კითხვის მნიშვნელობა“. როგორ ავითარებს კითხვა აზროვნებას, წარმოსახვასა და გამოთქმის უნარს; როგორ ეხმარება ადამიანს საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენასა და გამოხატვაში, პიროვნულ განვითარებასა და ემპათიის ჩამოყალიბებაში. ჩვენმა მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელ მწერლებზე, მათ მიერ წაკითხულ წიგნებსა და იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც კითხვამ და ლიტერატურამ დაუტოვათ. ️შეხვედრის ბოლოს...
Read More
ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებით, პერსპექტივებითა და გამოწვევებით იწყება. შპს კერძო სკოლა ნკ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: სკოლის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ნატო გერმესაშვილმა, ასევე მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში ჩვენს წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო პირველკლასელებს...
Read More
1 3 4 5 6 7 35