რომი, მილანი, ფლორენცია, ვენეცია, ვერონა. იტალიის ხუთი ქალაქი და მათი ღირსშესანიშნაობები. “NK”-ის მე-7 კლასელების შთამბეჭდავი პრეზენტაცია სახელწოდებით – “იტალიის ღირსშესანიშნაობები”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიღრმისეულად მოძიებული ინფორმაციები და იტალიური ენის შესანიშნავი, საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს. მასწავლებელი – ციცინო ტაბატაძეRead More
“NK” ხშირად გამცნობთ ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ. ამჯერად, დიდი სიამაყით, სიხარულითა და ემოციით გიზიარებათ ინფორმაციას ჩვენი კურსდამთავრებულის, ლერი ხუფენიას საერთაშორისო აღიარების შესახებ. ლერი, რომელიც ამავდროულად არის კოლუმბიის უნივერსიტეტის დევისის ფონდის მკვლევარი გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში, Forbes-ის 30 წლამდელთა სიის გამარჯვებული გახდა მეცნიერებისა და განათლების კატეგორიაში. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს და ვუსურვებთ...Read More
ეკოლოგიური პრობლემები, წყლისა და საკვები რესურსების სწორი გადანაწილება, ხელმისაწვდომი განათლება ყველა ადამიანისთვის, კლიმატის ცვლილება. აქტუალური საკითხები, რომელთა მოგვარება აუცილებელი პირობაა უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად. ამ პრობლემების წარმოჩენა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ქვეყნების განვითარებისთვის. “NK”- ის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, პრეზენტაციაზე, ნათლად წარმოაჩინეს თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
ღიმილით, სიხარულითა და ემოციებით სავსე დღე “NK”-ში. ჩვენმა ბავშვებმა ეს დღე სხვადასხვა მხიარული აქტივობით აღნიშნეს. ვერის პარკი ფერადი ნახატებით მოხატეს და საკუთარი სურვილები და ოცნებები თავიანთ ნახატებში გადმოსცეს. მოეწყო გამოფენა, სადაც სკოლა-ლიცეუმის ხელოვნების სტუდიის მოსწავლეთა ნახატები გამოიფინა. “NK” ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვისა და წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ, წარმატებულ მომავალს!Read More
საინტერესო, შემოქმედებითი, ინფორმაციული, მრავალმხრივი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში “NK”-ის მე-3 კლასში და შთაბეჭდილებებით სავსე აუდიტორია. საქართველოს დიდებული წარსული და ისტორია, სახელოვანი მეფეები, მათი მოღვაწეობა და ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მოსწავლეებმა, შესწავლილი მოთხრობების მიხედვით, ისაუბრეს დავით აღმაშენებლის, თამარის, ერეკლე მეფის ეპოქაზე. დამოუკიდებელი მსჯელობა და აზროვნების უნარი, როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე,...Read More