გასაოცარი, მხიარული და შემეცნებითი დღესასწაული შპს კერძო სკოლა ნკ-ში. დამაინტრიგებელი ექსპერიმენტები; შთამბეჭდავი ცდები; მხიარული ატმოსფერო და ბავშვების აღფრთოვანება. ბავშვთა სამეცნიერო შოუ “მხიარული მეცნიერება” სტუმრად ჩვენს სკოლაში. ჩვენი ბავშვები ნამდვილი მეცნიერების ამპლუაში და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე.Read More
უყვარს სუში; ეშინია კალიის; იწონის 181 კგ-ს; იყო ძალიან გამხდარი; საქართველოს შემდეგ უყვარს იტალია; უყვარს ფეხბურთი და “იუვენტუსი”; იყო ჭკვიანი ბავშვი; ოცნებობდა მსახიობობაზე; ოცნებობს გაერთიანებულ საქართველოზე. რთულია იყო მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ სასწაულია ატარებდე შვიდგზის მსოფლიოს და რვაგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულს. ️ეს ლევან საგინაშვილია, იგივე ქართველი ჰალკი. დღეს, შპს კერძო სკოლა ნკ-ს ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენი სტუმრობდა.Read More
შპს კერძო სკოლა ნკ– ს მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურ საწარმო “კოდალას”, სადაც ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ჩვენი ბავშვების ზოგად განათლებაზე, არამედ მათი კრეატიული უნარების განვითარებაზეც. დავამზადოთ, მოვხატოთ და გავაფორმოთ ნაძვის ხე და შევხვდეთ ახალ წელს განსაკუთრებულად. ჩვენმა ხელმარჯვე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას. საკუთარი ხელით დაამუშავეს ხის მასალა, შექმნეს და მოხატეს საახალწლო დეკორაციები. ერთად შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა.Read More
ემოციური, მხიარული და ძალიან ტკბილი დღე შპს კერძო სკოლა ნკ-ში. ერთი დღით ჩვენმა ბავშვებმა საჭირო უნიფორმები მოირგეს, ნამდვილ კონდიტერებად გადაიქცნენ და შოკოლადის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, შემდეგ კი თავიანთი ხელით დამზადებული უგემრიელესი შოკოლადები დააგემოვნეს. მადლობა Konfetery -ს სადღესასწაულო განწყობისთვის.Read More
ახალი სასწავლო წელი ახალ სივრცეში ახალი იმედებით, პერსპექტივებითა და გამოწვევებით. შპს კერძო სკოლა ნკ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გთავაზობთ სრულიად განახლებულ გარემოში განათლების მიღების შესანიშნავ შესაძლებლობას. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: სკოლის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ნატო გერმესაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებს მხიარული განწყობა შეუქმნეს ზღაპრის გმირებმა. პირველკლასელებს კი გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები და საჩუქრები.Read More