ამერიკელი ასტრონავტი, ნილ არმსტრონგი, წერდა: “როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი”. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. გავუფრთხილდეთ დედამიწას! ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! ️ “NK”-ის მოსწავლეები, ტრადიციულად, ჩაერთვნენ გარემოსდაცვით ღონისძიებაში და ამით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პლანეტის მიმართ.Read More
“NK”-ის მე-7 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საწარმოს “კოკა-კოლა”. გაეცნენ საწარმოს გარემოს, მუშაობის პრინციპებს, მოისმინეს კოკა-კოლას დაარსების ისტორია, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია წარმოების ტექნოლოგიების შესახებ, დაესწრნენ პროდუქციის წარმოების პროცესს. ვიზიტის დასასრულს დააგემოვნეს ქართული წარმოების მსოფლიო ბრენდი.Read More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო, განსხვავებული და ჯადოსნური ექსკურსია. მოგზაურობა რეალურ და არარეალურ საოცრებებში, ამოტრიალებული ილუზორული სამყარო. ჩვენი მოსწავლეების შთამბეჭდავი, ნაყოფიერი და უამრავი დადებითი ემოციით სავსე დღე ილუზიების მუზეუმში.Read More
დავამზადოთ და მოვხატოთ სააღდგომო აქსესუარები! შევხვდეთ აღდგომას განსაკუთრებულად! “NK”-ის მოსწავლეები სოციალურ საწარმოს “კოდალა” ესტუმრნენ და ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას. საკუთარი ხელით დაამუშავეს ხის მასალა, შექმნეს და მოხატეს სააღდგომო დეკორაცია.Read More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან დაკავშირებულ მასალებს, დოკუმენტებს, ფოტომასალას და ინსტალაციებს. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.Read More