“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან დაკავშირებულ მასალებს, დოკუმენტებს, ფოტომასალას და ინსტალაციებს. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.Read More
“NK”-ის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება სახელწოდებით “გაზაფხულის დღესასწაული”. ბავშვებმა გააცილეს სუსხიანი, მაგრამ მხიარული ზამთარი და მიეგებნენ წელიწადის უმშვენიერეს დროს, გაზაფხულს. ღონისძიებას თეატრალიზებული სახე ჰქონდა. ბოლოს კი ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლემ, სესილი სივსივაძემ, რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია, შეასრულა მუსიკალური ნომრები.Read More
საახალწლო ზეიმი სკოლა “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ საახალწლო სიგელები.Read More
NK-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში დაცული მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობისა და ხატწერის ნიმუშები, ნუმიზმატიკური საგანძური.Read More