ღონისძიებები

ერთი მსახიობის თეატრი  “NK”-ში. მსახიობის მიერ შესრულებული სპექტაკლები და კინოროლები, ეპიზოდები ცნობილი სპექტაკლებიდან, ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, განვლილი გზა და მოგონებები. ქართული თეატრისა და კინოს ცოცხალი ლეგენდის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის საინტერესო და შემოქმედებითი შეხვედრა ჩვენს მოსწავლეებთან.
Read More
საახალწლო ზეიმი “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი გადაეცათ საახალწლო სიგელები.
Read More
20 დეკემბრის საქველმოქმედო აქციის გაგრძელება. ქველმოქმედება, სიკეთის კეთება, როგორც ადამიანის უმთავრესი მოვალეობა.  “NK”-ის მოსწავლეები ესტუმრნენ მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარს “კათარზისს”. მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გადასცეს საჭირო ნივთები და ტკბილეული, რომლებიც შეძენილი იქნა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხით.
Read More
თანაგრძნობა, სოლიდარობა და სათნოება ადამიანის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია. სკოლისათვის კი უმთავრესია ჩვენი ბავშვები ამ ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად აღვზარდოთ. ამ მიზნით  “NK”-ში გაიმართა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ფანტაზიით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ნახატები. შემოსული თანხით მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრისთვის, “კათარზისი”, შეძენილი იქნება საჭირო ნივთები და ტკბილეული. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის.
Read More
ჯადოსნური სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობრივია. ინტერაქტიული ექსკურსია ფიზიკის მუზეუმში, სადაც შესაძლებელია თითოეულ ექსპონატთან შეხება და საოცარი აზოტის შოუ ექსპერიმენტებით. “NK”-ის მოსწავლეთა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და მხიარული სასკოლო ექსკურსია ექსპერიმენტორიუმში.
Read More
1 2 3 4 5 13