პრეზენტაციები

”როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი, ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი.“ ნილ არმსტრონგი ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა – დღე, რომელიც გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები, ტრადიციულად, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობებში მათ საკუთარი ხელით შექმნილი ფერადი ნახატებითა და გულწრფელი მოწოდებებით გამოხატეს სიყვარული და ზრუნვა ჩვენი პლანეტის მიმართ...
Read More
“თბილისის კინოსა და არქიტექტურის ტური” ტური, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა. შპს კერძო სკოლა ნკ – ს მოსწავლეებმა იმ ადგილებში იმოგზაურეს, სადაც ქართული კინოს ისტორია იწერებოდა და სადაც გადაღებულია 1920-იანი წლებიდან 1990 წლამდე შექმნილი ცნობილი ფილმები. მოისმინეს საინტერესო ისტორიები კინოს განვითარების შესახებ, გაიხსენეს ცნობილი მელოდიები და დიალოგები, რომლებმაც ეპოქა შექმნა. ტურის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ძველი ქუჩები და უნიკალური სადარბაზოები, რომლებიც ქალაქის მრავალფეროვან ისტორიას ინახავენ. პარალელურად გაეცნენ თბილისის არქიტექტურულ...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი დღე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში წინასააღდგომოდ. ჩვენმა პატარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში – „აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული“ მოსწავლეებმა საინტერესო ფორმატში მოისმინეს: როდის და ვის მიერ დადგინდა აღდგომის აღნიშვნა და როგორია ამ დღესასწაულის ათასწლოვანი ისტორია; რა მნიშვნელობა აქვს აღდგომის მთავარ სიმბოლოებს – წითელ კვერცხს,ჯეჯილს და პასკას ; როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას ძველ დროს საქართველოში ; რა უჩვეულო სააღდგომო ტრადიციები აქვთ მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყნებს...
Read More
ახალი ნაბიჯი ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! კერძო სკოლა ნკ-ში გაიმართა ახალი ჟურნალის პრეზენტაცია. დაფუძნდა ჟურნალი „მეორე სახლი“ – სივრცე, სადაც ჩვენი მოსწავლეები საკუთარ ხმას გააჟღერებენ და გაგვიზიარებენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს. ჟურნალის საშუალებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საინტერესო მოვლენებისა და სიახლეების შესახებ. რაც მთავარია, გვიამბობენ ჩვენს სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ინიციატივებსა და სიახლეებზე. „მეორე სახლი“ იქნება ადგილი, სადაც იდეები იბადება, აზრები ყალიბდება და შემოქმედება ერთიანდება წარმატებებს...
Read More
საქართველოს კუთხეები, ახალი წელი და საახალწლო ტრადიციები კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ წეს-ჩვეულებებზე, საახალწლო რიტუალებსა და იმ ტრადიციებზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ქართული კულტურა და რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნატო გერმესაშვილს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს მარინე სიდონაშვილს და ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციისთვის.
Read More
1 2 3 10