კონკურსები

გრძელდება  “NK”-ის მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ამჯერად, ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასელმა, ნიტა სხილაძემ, მონაწილეობა მიიღო სოლომონ თუხარელის სახელობის გათამაშებაში ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 130-მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნიტამ პირველი ადგილი დაიკავა სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.
Read More
 “NK”-ის მესამე კლასის მოსწავლე სესილი სივსივაძე, რომელიც ამავე დროს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეა, ოთხი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა: • SWISS International MUSIC Competition – I პრემია და ლაურეატის წოდება; • 8th International Piano Competition “Città di San Donà di Piave” – I პრემია და ლაურეატის წოდება; • “Golden Classical Music Awards” International Competition – I პრემია და ლაურეატის წოდება; • Medici International Music...
Read More
გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტრიუმფი სატელევიზიო გადაცემაში “პატარების დიდი შოუ”. ამჯერად, სატელევიზიო შოუმ უმასპინძლა ჩვენს მეხუთე კლასელს, ბარბარე წვერავას. ბარბარე რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობს ლათინო-ამერიკული და ჰიპ-ჰოპის ჟანრში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებზე. ის უამრავი პრიზის, მედლის, დიპლომის და სიგელის მფლობელია. “NK”-ის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეს კიდევ ერთ წარმატებულ გამოსვლას. ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს!
Read More
  “NK”-ის დაწყებით კლასებში ჩატარდა კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსი. მოსწავლეებმა გამოავლინეს სწრაფი კითხვისა და დახვეწილი კალიგრაფიის უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიგელები.
Read More
1 2