️პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს ცნობისმოყვარე და მოაზროვნე მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის შეძენის წახალისება. ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” კიდევ ერთი დღე “NK”-ში. თამაშის ხუთი ტური, სადაც თითოეულმა მოსწავლემ საინტერესო, ხალისიან, თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში მაქსიმალურად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. გამარჯვებულებს გადაეცათ სიბრძნის სიმბოლო ბუ და სამახსოვრო სერთიფიკატები.Read More
️ხელოვნებას არა აქვს საზღვრები. “NK”-ის მოსწავლე, სესილი სივსივაძე კი თავისი განუსაზღვრელი ნიჭითა და პოტენციალით უკვე მერამდენედ ახერხებს მსოფლიოს გაოცებას. მუსიკისთვის დაბადებული-შეფასება, რომელიც ამ ორი სიტყვით არის გამოხატული. საერთაშორისო კონკურსი ლონდონში და პირველი პრემია სერგეი პროკოფიევის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. ვულოცავთ სესილის ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.Read More
ინტელექტუალური თამაში, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გართობა. ნიჭის, ცოდნის, აზროვნებისა და ლოგიკის ჭიდილი “NK”-ში. თამაში “რა? სად? როდის?”, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ჟიურიმ კი გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც გადაეცათ ცოდნის, სიბრძნისა და განვითარების სიმბოლო-ბუ და სერთიფიკატები.Read More
“NK”-ის მე-5 კლასის მოსწავლის, სესილი სივსივაძის მორიგი საერთაშორისო აღიარება. სესილიმ, რომელიც ასევე არის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე, მოიპოვა ლაურეატის წოდება რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში: იტალიის ფანი მენდელსონის სახელობის მესამე საერთაშორისო ონლაინ კონკურსი (Fanny Mendelssohn International Online Competition) – გრან-პრი და აბსოლუტური I პრემია. ტეხასის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (Radda Rise international Piano Competition 2023) – მეორე საპრიზო ადგილი. ფ. ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი...Read More
ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ინგლისური ვერსია. ჩვენი მოაზროვნე მე-6 კლასელები. საინტერესო კითხვები და პასუხები, ინგლისური ენის შესანიშნავი და საფუძვლიანი ცოდნა. ინტელექტუალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და მხიარული დღე, ინგლისურ ენაზე, “NK”-ში.Read More