გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ამჯერად, ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასელმა, ნიტა სხილაძემ, მონაწილეობა მიიღო სოლომონ თუხარელის სახელობის გათამაშებაში ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 130-მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნიტამ პირველი ადგილი დაიკავა სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.Read More
პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის მიზნით, “NK”-ის დირექცია ცდილობს კლასგარეშე ღონისძიებებით საინტერესო და მრავალფეროვანი განწყობა შეუქმნას მოსწავლეებს. ამჯერად, მათთვის განსაკუთრებულად ტკბილი და სასიამოვნო დღე შედგა შოკოლადის მუზეუმში. მყუდრო და კომფორტულ გარემოში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნიკალური კოლექცია და მოისმინეს ლექცია შოკოლადის წარმოშობის შესახებ. დასასრულს კი დააგემოვნეს ქართული წარმოების ცხელი შოკოლადიRead More
XX საუკუნის დასაწყისი(1910-1932წლები) ქართული ხელოვნების ისტორიის გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერიოდია. სწორედ ამ მოტივით დაიგეგმა “NK”-ის სტუმრობა საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ XX საუკუნის ქართული მოდერნიზმისა და თბილისური ავანგარდის ისტორიას. კერძოდ, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, დავით კაკაბაძის, კირილე და ილია ზდანევიჩების, ქეთევან მაღალაშვილისა და სხვათა შემოქმედებას. გასვლით ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები: ნინო დაუშვილი და თამარ რამიშვილი.Read More
პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, “NK”-ში წინა საშობაო განწყობა სუფევდა. ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით “Christmas Eve” ღონისძიება ჩატარდა ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა შესანიშნავი ინგლისურით ისაუბრეს და აღწერეს საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩატარდა მხიარული ვიქტორინა. საახალწლო ზეიმს ხელმძღვანელობდნენ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ლიკა გრძელიშვილი, თათია კელენჯერიძე და თამუნა ოზბეთელაშვილი.Read More
პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, “NK”-ის მოსწავლეები არ ღალატობენ ტრადიციას და გრძელდება მათი წარმატებები. ამჯერად, ჩვენს 11 კურსდამთავრებულს გადაეცა 9 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ქალბატონმა ნუნუ მუჩიაშვილმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ და გამორჩეულ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლასა და გამარჯვებებს.Read More