შპს კერძო სკოლა ნკ-ში ბოლო ზარი დაირეკა. ზარი, რომელმაც დაასრულა სკოლის 12-წლიანი გზა და ახალი ცხოვრების ეტაპს დაუდო დასაბამი ეს იყო ემოციებით, ღიმილით, სითბოთი და სიხარულით სავსე დღე. დღე, რომელსაც თან ახლდა ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ გარემოსთან გამომშვიდობების სევდაც, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა წინ ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი არჩევანი, გამოწვევები და დაუვიწყარი თავგადასავლებია ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, ტრადიციულად, ვერის პარკში ხის ნერგი დარგეს – სიყვარულისა და მოგონებების სიმბოლოდ....Read More
თავგადასავალი მწვანე სამყაროში შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებისთვის ეს დღე ნამდვილ „ეკოთავგადასავლად“ იქცა ჩვენი სკოლის ბავშვები ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ, სადაც ბუნებასთან სიახლოვითა და ახალი აღმოჩენებით დატკბნენ პროგრამა დატვირთული იყო შემეცნებითი და ძალიან სახალისო აქტივობებით მწვანე გაკვეთილი: ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს მცენარეთა თესვის პროცესში. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ ჯადოსნური გზის შესაცნობად, რასაც მცენარის ზრდა ჰქვია არტ-თერაპია ღია ცის ქვეშ: ბუნების წიაღში ჩატარებულმა სავარჯიშოებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა თავიანთი ემოციები და...Read More
ლიტერატურული დისკუსია ვერის პარკში მზე, სუფთა ჰაერი და საინტერესო წიგნები – ასე გამოიყურებოდა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სკოლის გარეთ, ვერის პარკის სიმწვანეში, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს ინგლისურენოვანი ნაწარმოებები, იმსჯელეს უცხო ენაზე და საკუთარი ემოციები თუ შთაბეჭდილებები გაგვიზიარესRead More
”როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი, ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი.“ ნილ არმსტრონგი ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა – დღე, რომელიც გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები, ტრადიციულად, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობებში მათ საკუთარი ხელით შექმნილი ფერადი ნახატებითა და გულწრფელი მოწოდებებით გამოხატეს სიყვარული და ზრუნვა ჩვენი პლანეტის მიმართ...Read More
“ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…“ დედაენის დღესთან დაკავშირებით შპს კერძო სკოლა ნკ-ში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა. ქართული ენა, როგორც ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. გაიმართა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და ქართული ენისადმი განსაკუთრებული სიყვარული. კონკურსის მონაწილე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, მონაწილეებს კი – სერტიფიკატები.Read More