Caption align here

Blog Full Left Sidebar With Frame

“NK”-ის მე-9 კლასში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა”. მოსწავლეებმა განიხილეს ოქროს კვეთის გეომეტრიული და ალგებრული ასპექტი, ფიბონაჩის მიმდევრობა. წარმოდგენილი იქნა ფიბონაჩის სპირალი. ასევე, ოქროს კვეთისა და ფიბონაჩის მიმდევრობის ელემენტები ხელოვნებასა და ბუნებაში. პრეზენტაციამ მშობლებისა და მათემატიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მასწავლებელი- იოანე შენგელია
Read More
 “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო, განსხვავებული და ჯადოსნური ექსკურსია. მოგზაურობა რეალურ და არარეალურ საოცრებებში, ამოტრიალებული ილუზორული სამყარო. ჩვენი მოსწავლეების შთამბეჭდავი, ნაყოფიერი და უამრავი დადებითი ემოციით სავსე დღე ილუზიების მუზეუმში.
Read More
დავამზადოთ და მოვხატოთ სააღდგომო აქსესუარები! შევხვდეთ აღდგომას განსაკუთრებულად!  “NK”-ის მოსწავლეები სოციალურ საწარმოს “კოდალა” ესტუმრნენ და ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას. საკუთარი ხელით დაამუშავეს ხის მასალა, შექმნეს და მოხატეს სააღდგომო დეკორაცია.
Read More
 “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან დაკავშირებულ მასალებს, დოკუმენტებს, ფოტომასალას და ინსტალაციებს. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.
Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.  “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ფერადი ხელებითა და წინდებით გამოვხატავთ სოლიდარობას “მზის შვილების” მიმართ
Read More
1 12 13 14 15 16 25