პატარების აღზრდაში ქცევის ეტიკეტის, ესთეტიზმის, ადამიანებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების უნარ-ჩვევების ფორმირების მაღალი მნიშვნელობა სადავო არ გახლავთ.
ჩვენი უმთავრესი მისიაა ჰარმონიული, კეთილშობილი, ზრდილი და დახვეწილი პიროვნებების აღზრდა.
ამ მიზნით ახალი სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე ჩვენს პროგრამებს დაემატება ქცევის ეტიკეტის სწავლება.
მომზადდება სათანადო სასწავლო რესურსები.
ჩვენს პატარებს ამით ყველაზე მეტად დავეხმარებით, რომ საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბდნენ.