აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ სასკოლო განათლებამ მოსწავლეს უპირველესად უნდა განუვითაროს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობისა და სინთეზირების უნარ-ჩვევები.
ვფიქრობთ, ამის ხელშემწყობი იქნება ჩვენს სკოლაში დაწყებით საფეხურზე ახალი საგანი “მხიარული ლოგიკა”.
იმედი გვაქვს, ჩვენი მოსწავლეები ხალისით ჩაერთვებიან ამ საგნის საკლასო აქტივობებში და სააზროვნო უნარებს მნიშვნელოვნად განავითარებენ.