შპს კერძო სკოლა ნკ-ში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ მოვახდინოთ ბულინგის პრევენცია, დავნერგოთ ტოლერანტული კულტურა და ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს:
• სხვების მიმართ კეთილგანწყობა;
• განსხვავებული პიროვნებისა და აზრის პატივისცემა;
• ჰუმანიზმი;
• მოსმენის უნარი;
• თანაგრძნობა და სხვისი განცდის გაზიარება.
ჩვენთან, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფთხოება დაცულია, რადგან მხოლოდ უსაფრთხოდ მყოფ მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლია საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზება.