სიახლეები

აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ სასკოლო განათლებამ მოსწავლეს უპირველესად უნდა განუვითაროს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობისა და სინთეზირების უნარ-ჩვევები. ვფიქრობთ, ამის ხელშემწყობი იქნება ჩვენს სკოლაში დაწყებით საფეხურზე ახალი საგანი “მხიარული ლოგიკა”. იმედი გვაქვს, ჩვენი მოსწავლეები ხალისით ჩაერთვებიან ამ საგნის საკლასო აქტივობებში და სააზროვნო უნარებს მნიშვნელოვნად განავითარებენ.
Read More
 NK-ში ახალი სასწავლო წლისათვის მიღება გრძელდება. გელოდებით განახლებულ გარემოში. მისამართი: მ. კოსტავას ქ. #37 +(995) 32 292 36 86; +(995) 595 55 88 12; +(995) 591 32 32 54
Read More
 NK- მშობლის სიმშვიდის გარანტია. სწავლების მაღალ ხარისხთან ერთად ჩვენთვის უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო. ვასწავლოთ და გავუზიაროთ ბავშვებს ის ღირებულებები, რაც თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებზე ღირსეულ პასუხად გამოადგებათ მათ.
Read More
 NK- ში მოსწავლეთა მიღება ახალი 2024-2025 სასწავლო წლისათვის დაწყებულია! გელოდებით ჩვენს თბილ და მზრუნველობით სავსე სახლში, სადაც მოსწავლეს პროფესიონალი მასწავლებლების დახმარებით შეუძლია უმაღლესი ხარისხის განათლებას დაეუფლოს, გამოიმუშავოს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ყველა კოგნიტური უნარ-ჩვევა. სკოლაში ბავშვებს დახვდებათ მეგობრული გარემო, მეცნიერული და შემოქმედებითი ძიებების გზაზე თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება. სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურითა და სხვა ბევრი სიახლით შეხვდება.
Read More
ჩვენს სკოლაში ბავშვებს ლაღი და თავისუფალი გარემო აქვთ, ფრთებს არ აჭრიან, ფანტაზიას არ უზღუდავენ, ოცნებას არ უკრძალავენ და საგნების გარდა, ერთმანეთსა და სამყაროზე ზრუნვას ასწავლიან. თუ გსურთ, თქვენი შვილი პეპივით ლაღი, თავდაჯერებული, მზრუნველი და მიზანდასახული გაიზარდოს-ლიდერი სწორი ღირებულებებით-მაშინ მობრძანდით “NK”-ში.
Read More
1 2 3 4 5 6 7