სკოლამდელი განათლება გსურთ თქვენი შვილი სასკოლო პროგრამას მომზადებული შეხვდეს? შპს კერძო სკოლა “ნკ” აცხადებს სასკოლო მზაობის პროგრამაში იმ აღსაზრდელთა ჩართვას, ვისაც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის შემდეგ უსრულდება 6 წელი სკოლას 30 წლიანი გამოცდილება აქვს და დაკომპლექტებულია სპეციალურად გადამზადებული, მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით სკოლა“ნკ” გთავაზობთ აღსაზრდელებისათვის სასკოლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას თბილ, უსაფრთხო, კეთილმოწყობილ და ოჯახურ გარემოში სკოლამდელი პროგრამა ითვალისწინებს: სამყაროს შეცნობა კომუნიკაცია (მოსმენა, მეტყველება) პიროვნული, სოციალური და ემოციური განვითარება მათემატიკური აზროვნება ინგლისური ენის სახალისო...Read More
დღეს ჩვენთან მასწავლებელმა და მოსწავლემ როლები გაცვალეს და გაკვეთილიც უფრო მეტად ხალისიანი და საინტერესო გამოვიდა. ჩვენ ხშირად ვთავაზობთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მსგავს აქტივობებს, რათა ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის სიყვარული კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს და გაძლიერდეს. შპს კერძო სკოლა ნკ-ს მასწავლებლების მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტები და აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-სა და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმი ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მიმართულებით ტრენინგებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, ასევე მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება შემეცნებითი და განმავითარებელი პროექტები შპს კერძო სკოლა ნკ – ს მოსწავლეებისთვის.მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ და შპს კერძო სკოლა ნკ-ს დირექტორმა ნუგზარ ყენიამ. Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ მოვახდინოთ ბულინგის პრევენცია, დავნერგოთ ტოლერანტული კულტურა და ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს: • სხვების მიმართ კეთილგანწყობა; • განსხვავებული პიროვნებისა და აზრის პატივისცემა; • ჰუმანიზმი; • მოსმენის უნარი; • თანაგრძნობა და სხვისი განცდის გაზიარება. ჩვენთან, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფთხოება დაცულია, რადგან მხოლოდ უსაფრთხოდ მყოფ მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლია საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზება....Read More