საზაფხულო სკოლა ვერ ახერხებთ ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანას და არ გყავთ მათთვის ერთგული მეთვალყურე? ნუ ინერვიულებთ. ვერის პარკში არსებული 27-წლიანი გამოცდილების მქონე სკოლა „NK” აცხადებს 5-დან 11 წლამდე ბავშვების მიღებას საზაფხულო სკოლაში. სასკოლო-საზაფხულო პროგრამა მოიცავს: შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს; სპორტულ აქტივობებს; ორჯერად კვებას; მიზნობრივ ექსკურსიებს დედაქალაქის მასშტაბით; მოსწავლეები გაივლიან საბავშვო ენციკლოპედიის, მხატვრული ლიტერატურისა და მედია წიგნების მოკლე...Read More
“NK” აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2022-2023 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ “NK”? სკოლას 27 წლიანი გამოცდილება აქვს, მისი აკადემიური პერსონალი კი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და ინოვაციური სწავლების მეთოდებით; ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, NK-ში პირველივე დღიდან ტარდება უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ონლაინ გაკვეთილები, სადაც ჩართულია თითოეული მოსწავლე; უცხო ენები და მათემატიკა ისწავლება გაძლიერებული პროგრამით; მჭიდრო კავშირები...Read More
“NK”-ის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროექტი “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები და გამოცემები”. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის “ვეფხისტყაოსნის” უძველესი ხელნაწერების გაცნობა, კვლევა-ძიების, წარმოსახვის, კომუნიკაციისა და გადაცემის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოემის იმ უნიკალურ ხელნაწერებზე, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და ჩვენამდე მოაღწიეს, თუ რამდენად მნიშვნელოვან კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკოლა-ლიცეუმს...Read More
“NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის ტრადიციული ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან. სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მათ გზა დაულოცა ზემო ბეთლემის ტაძრის მოძღვარმა მამა იოანემ. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში დარგეს...Read More
გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ამჯერად, ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასელმა, ნიტა სხილაძემ, მონაწილეობა მიიღო სოლომონ თუხარელის სახელობის გათამაშებაში ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 130-მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნიტამ პირველი ადგილი დაიკავა სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.Read More