“NK’-ის მოსწავლე, ნიკა ქავთარაძე, წარმატებით მონაწილეობდა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა, ხოლო კონფერენციის მთავარი თემა – “მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა”. ხელმძღვანელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ის მოსწავლეების საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ერთ სივრცეში წარმოდგენილი საქართველო და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებული ისტორია. 14 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, საქართველოს ყველა რეგიონი, მათი არქიტექტურა და ტრადიციები. ადგილი, სადაც თავმოყრილია მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი და ბუნების საოცარი ფერები. ვარდისფერი არღვნების და იასამნების ყვავილობა. ჩვენი მოსწავლეების გართობა, დასვენება და...Read More
“NK”-ში გრძელდება დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სახელწოდებით “დედამიწა და ადამიანი”, სადაც განიხილეს ადამიანების დამოკიდებულება დედამიწის მიმართ, ისაუბრეს პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე: Artificial Intelligence; Biology Aging; Animation Industry; თემები, რომელზეც ჩვენმა მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს და ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნით წარმოადგინეს. მასწავლებელი – სოფო ნავროზაშვილიRead More
ჯადოსნური სამყარო მინი ზოოპარკის სტილში, რომელიც განსხვავებული, ფერადი და სახალისო ინტერიერით გამოირჩევა. ცხოველთა სამყარო, სადაც ფერმაშიც იმოგზაურებთ და ეგზოტიკურ სამყაროშიც. კონტაქტურ ზოოპარკში ვიზიტით ბავშვი ცხოველების სიყვარულს და მათზე ზრუნვას სწავლობს, რადგან მათ ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეუძლიათ. “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ფაუნის სამყაროში “ფაუნალენდი”.Read More