Caption Aligned Here

Blog Full Right Sidebar

“Nk” – ის მეექვსე კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “პატარა ამბები დიდი იტალიელების შესახებ”. მოსწავლეებმა ისაუბრეს იტალიური ენის წარმოშობისა და გამოჩენილი იტალიელების დანტე ალიგიერის, ფრანცისკო პეტრარკას, ჯოვანი ბოკაჩოს, წმინდა ფრანცისკ ასიზელის, ლეონარდო და ვინჩის, ქრისტეფორე კოლუმბის, მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის, ჯუზეპე გარიბალდისა და ჯუზეპე ვერდის ცხოვრების და თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეებმა იტალიური ენის საუკეთესო ცოდნა გამოავლინეს.
Read More
  “NK” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2022-2023 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ  “NK”? სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მიზანია აღზარდოს სწრაფადცვალებად გარემოში ადაპტირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე; 27 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი; 2028 წლისათვის შპს “NK”-ის მიერ შეთავაზებული სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს...
Read More
სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” ფინალური თამაში, სადაც პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის ოთხი სკოლა დაჯილდოვდა 261 მონაწილე სკოლიდან. მათ შორისაა სკოლა-ლიცეუმ” Nk” – ის მოსწავლეთა გუნდი, რომელიც აღნიშნულ პროექტში ყოველწლიურად ფინალში ხვდება. პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა თეონა იაშვილმა და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე რამიშვილისა...
Read More
“Nk” – ში ჩატარდა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით “ძველი და ახალი თბილისი”. მოსწავლეებმა ჩვენს დედაქალაქს მიუძღვნეს ლექსები და გამონათქვამები. ღონისძიება მიმდინარეობდა სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბავშვებმა გამოავლინეს უცხო ენების საუკეთესო ცოდნა. გამოსაშვები საღამო გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, სლაიდებითა და ნახატებით.
Read More
“Nk” – ის მეთორმეტე კლასელებმა ტრადიციული ბოლო ზარი იზეიმეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, გაიხსენეს პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებლებთან. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მოსწავლეები დალოცა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ტრადიციისამებრ ვერის პარკში დარგეს ფიჭვის ნერგები. ზეიმმა ხალისისა...
Read More
1 17 18 19 20 21