Caption Aligned Here

Blog Full Right Sidebar

ძალადობა და მისი პრევენცია სკოლაში; რა არის ბულინგი და რამდენად საშიშია ის ქართული სკოლებისთვის; რა მოტივი იმალება ბულინგის უკან; ვინ არის მოძალადე; რა უნდა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა, რომ პრობლემა დაფარული არ დარჩეს; ბულინგის დროული ამოცნობა და მართვა; ძალადობა, როგორც უარყოფითი მოვლენა, რომელიც საზოგადოებამ უნდა აღმოფხვრას. ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში ლექცია გამართა ფსიქოლოგმა ლელა მურუსიძემ....
Read More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ტური თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო ბაზაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო, დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები და მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კულინარიის აკადემია და სპორტული დარბაზები. მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და პრაქტიკულ კვლევებში.
Read More
როგორ ავირჩიოთ პროფესია, როგორ განვსაზღვროთ სწორად პრიორიტეტები, როგორ შევძლოთ საკუთარი უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის რეალიზება, როგორ მივაღწიოთ მიზანს და როგორ ვაქციოთ ჩვენი გააზრებული არჩევანი წარმატების საწინდრად. ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში გამართა ლექცია-პრეზენტაცია IK კონსალტინგის აღმასრულებელმა დირექტორმა და ადამიანური კაპიტალის, ორგანიზაციული და კარიერული განვითარების კონსულტანტმა, ქალბატონმა ირინა ქორიძემ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები...
Read More
 “NK”-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით პროგრამაში “ეკოთავგადასავალი”, რომელიც დატვირთული იყო სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო. მცენარეთა თესლის დათესვა; არტთერაპიული სავარჯიშოები; სენსორული მცენარეების გაცნობა; ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შენეცნება; ასე დასრულდა  “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.
Read More
”NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა: საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი; კამპუსის ბიბლიოთეკა; ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიები; კულინარიის აკადემია; მრავალფეროვანი ტურის ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
Read More
1 12 13 14 15 16 30