საქართველოს კუთხეები, ახალი წელი და საახალწლო ტრადიციები კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ წეს-ჩვეულებებზე, საახალწლო რიტუალებსა და იმ ტრადიციებზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ქართული კულტურა და რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნატო გერმესაშვილს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს მარინე სიდონაშვილს და ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციისთვის.Read More
New Year Celebrations in English-Speaking Countries United Kingdom United States New Zealand Australia Canada კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს, თუ როგორ აღინიშნება ახალი წელი ინგლისურენოვან ქვეყნებში. მოსწავლეებმა, შესანიშნავი ინგლისური საუბრით, წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები და დღესასწაულის თავისებურებები განსაკუთრებული მადლობა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარიამ აფრიდონიძეს და ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს აქტიურობისა და ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის.Read More
საახალწლო კვირეული კერძო სკოლა ნკ-ში გერმანულ ენაზე გრძელდება. საინტერესო, შემეცნებითი და მხიარული დღე სახელწოდებით – „შობა-ახალი წელი გერმანიაში“. ჩვენმა ბავშვებმა აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს გერმანიაში არსებული საშობაო და საახალწლო ტრადიციები, ისაუბრეს საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე. ღონისძიება განსაკუთრებულად გაალამაზა და თბილი, სადღესასწაულო განწყობა შექმნა გერმანულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა. მადლობა გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეკა კვანტრიშვილს, გაწეული შრომისათვის.Read More
მუსიკა — უხილავი გმირი კინოსა და ანიმაციაში, რომელიც გვაგრძნობინებს სიხარულს, სევდასა და იმედს. მუსიკალური ჟანრები, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ განწყობასა და ემოციას. შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე – “მუსიკის როლი და მნიშვნელობა კინოსა და ანიმაციაში“ – საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოადგინეს, თუ როგორ ქმნის ხელოვნების ჟანრები განსხვავებულ განწყობას, აძლიერებს სიუჟეტს და ხდის კადრებს ცოცხალსა და დაუვიწყარს. მადლობა მუსიკის მასწავლებელს, ნინო დაუშვილს, გაწეული შრომისათვის და მადლობა ჩვენს მოსწავლეებს საინტერესოდ წარმოდგენილი ნამუშევრებისთვის!Read More
ჩვენ ხშირად გიამბობთ ჩვენი წარმატებული მოსწავლეების შესახებ. ამჯერად, სიამაყით გიზიარებთ კერძო სკოლა ნკ-ს მე-9 კლასის მოსწავლის, გიორგი კალანდაძის მნიშვნელოვან წარმატებას. გიორგი გახდა Bismarck’s Academy-ის სადებიუტო პროექტის — “Voice for Diplomacy” — ერთ-ერთი გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული 150 დელეგატი, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ასევე Young European Ambassadors-ის წევრებს. ჩვენი სკოლის მოსწავლე იმ ორ გამარჯვებულს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობითა და უნარებით გამოირჩნენ. გიორგის გადაეცა სრული...Read More