“ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…“ დედაენის დღესთან დაკავშირებით შპს კერძო სკოლა ნკ-ში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა. ქართული ენა, როგორც ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. გაიმართა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და ქართული ენისადმი განსაკუთრებული სიყვარული. კონკურსის მონაწილე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, მონაწილეებს კი – სერტიფიკატები.Read More
ცოდნისა და ინტელექტის ზეიმი შპს კერძო სკოლა ნკ-ში „ტვინების ბრძოლა“, თამაში, სადაც მონაწილეები არა მხოლოდ საკუთარ ერუდიციასა და სწრაფ აზროვნებას წარმოაჩენენ, არამედ გუნდური მუშაობის, სტრატეგიული აზროვნებისა და ერთმანეთისადმი მხარდაჭერის შესანიშნავ მაგალითსაც აჩვენებენ ასეთი ღონისძიებები სკოლაში ქმნის მოტივაციას, აძლიერებს ინტერესს სწავლისადმი და აერთიანებს ახალგაზრდებს საერთო მიზნის გარშემო – იყვნენ უფრო უკეთესები, გონიერები და თავდაჯერებულები.Read More
საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება; კლიმატური ცვლილებების გამოწვევების მიმართ ახალგაზრდების ხედვის გაღრმავება; გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა; მყინვარების დაცვის მნიშვნელობის გააზრება. შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ III სტუდენტთა და მოსწავლეთა ოლიმპიადაში – „თეთრი მემკვიდრეობა – ცოდნა მყინვარის სიჩუმიდან”. ოლიმპიადის ორგანიზატორი იყო საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი. ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის ჩვენს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი ცოდნისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის...Read More
J30 PARALIMNI — კვიპროსი ITF 18&U ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 18 წლამდე იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე კერძო სკოლა ნკ-ს მე-11 კლასის მოსწავლემ, ნიტა სხილაძემ, წყვილთა თანრიგში დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლის სპორტული მიღწევებით. მოპოვებული ტიტული მისი დიდი სპორტული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვულოცავთ ნიტას ამ შთამბეჭდავ წარმატებას და დიდ სპორტულ გამარჯვებებს ვუსურვებთ!Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ის მოსწავლის საერთაშორისო წარმატება. კანადის ქალაქ ვანკუვერში მიმდინარე საერთაშორისო კარტოგრაფიულ კონფერენციაზე ჩვენი მოსწავლის ნამუშევარი გამოიფინა. ჩვენი სკოლის ეკო-კლუბის „ეკო პოლუსის“ წევრის, ნინო ყურაშვილის ნაშრომმა „მოგზაურობა დედამიწის გარშემო“ საქართველოში გამართულ კონკურსზე „რუკები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, პირველი ადგილი მოიპოვა და მოხვდა იმ ექვს საუკეთესო ნაშრომს შორის, რომლებიც საქართველოდანაა წარდგენილი ვანკუვერში, ბარბარა პეტჩენიკის სახელობის ბავშვთა რუკების კონკურსზე. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლესა და ეკო-კლუბის ხელმძღვანელს, სოფიო გორგიჯანიძეს, ამ მნიშვნელოვან წარმატებას!Read More