NK-ის მოსწავლეები რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები, ფოტომასალა, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სალონური საღამოები, ყოფითი ნივთები და გარემო, რომლითაც მოსწავლეები მე-19 საუკუნის თბილისურ ცხოვრებას ეზიარნენ. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა მხიარული ვიქტორინა.Read More
NK-ში გრძელდება პროექტი “ჩვენ ვირჩევთ პროფესიას”, რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში. ამ მიზნით ჩვენი მე-10 და მე-11 კლასელები ესტუმრნენ საგანმანათლებლო კოლეჯს “იკაროსი”. კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერმა ქალბატონმა ლიკა ვაშაკაშვილმა მოსწავლეებს გააცნო სასწავლებლის დაარსების ისტორია და მიღწევები, დათვალიერებინა ინფრასტრუქტურა. შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასი და მოსწავლეები ჩართეს პროცესში. მოამზადებინეს კერძები, რომელიც შემდეგ დააგემოვნეს. პროცესი ხალისითა და ენთუზიაზმით წარიმართა.Read More
NK-ის მოსწავლეთა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და მხიარული სასკოლო ექსკურსია ექსპერიმენტორიუმში. ჯადოსნური სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობრივია. ბავშვებმა დაათვალიერეს ფიზიკის ექსპონატები და ჩაატარეს პრაქტიკული ცდები ქიმიაში.Read More
შემოდგომის თბილი, მზიანი დღე და ბუნების ჯადოსნური ფერები. NK-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი დღე გარდენიაში. ჩვენმა ბავშვებმა დაათვალიერეს უნიკალური ჯიშის მცენარეები და დაესწრნენ “მწვანე გაკვეთილს”. მოხატეს ქოთნები, დარგეს ყვავილები და ისწავლეს მათი მოვლა.Read More
️NK-ის მოსწავლეთა საინტერესო, მხიარული და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. ჩვენი ბავშვები გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ესტუმრნენ.Read More