“NK’-ის მოსწავლე, ნიკა ქავთარაძე, წარმატებით მონაწილეობდა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა, ხოლო კონფერენციის მთავარი თემა – “მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა”. ხელმძღვანელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ში გრძელდება დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სახელწოდებით “დედამიწა და ადამიანი”, სადაც განიხილეს ადამიანების დამოკიდებულება დედამიწის მიმართ, ისაუბრეს პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე: Artificial Intelligence; Biology Aging; Animation Industry; თემები, რომელზეც ჩვენმა მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს და ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნით წარმოადგინეს. მასწავლებელი – სოფო ნავროზაშვილიRead More
“NK”-ის მოსწავლეთა ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენმა ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს უძველესი ქართული ხელნაწერები, ოთხთავები, კრებულები, თხზულებანი, მინიატურები, სჯულის კანონი, თამარ მეფის ხელნაწერი, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო სამოსელი და მისი ქალიშვილის, ნანო კვინიტაძის რესტავრირებული სამოსი. ვიზიტის მხიარული დასასრული კი იყო ფაზლის გამოყენებით როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობის სცენის აღდგენა “ვეფხისტყაოსნიდან”.Read More
“NK”-ის მე-8 კლასელებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით “გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა”. მოსწავლეებმა შესანიშნავი ინგლისურით ისაუბრეს ვან გოგის, ლეონარდო დავინჩის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ალფრედ ნობელის და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. პრეზენტაციას დისკუსიის სახეც ჰქონდა. მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუსვეს კითხვები და მიიღეს პასუხები. დასასრულს კი ჩატარდა სახალისო ქვიზი ლოგიკურ აზროვნებაზე, რამაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და მხიარული გახადა პრეზენტაცია. მასწავლებლები: ლიკა გრძელიშვილი, თამუნა ოზბეთელაშვილიRead More