Caption align here

Blog Full Left Sidebar With Frame

საახალწლო განწყობა მუსიკის გაკვეთილზე ფლეიტის თანხლებით სკოლა NK-ში.
Read More
NK-ის მოსწავლეთათვის წარმატებით ხორციელდება English Book Education-ის და Macmillan Education-ის კიდევ ერთი სერვისი, ინგლისურენოვანი პროექტი “The King’s and Queen’s Club”. მოსწავლეები კითხულობენ ინგლისურენოვან წიგნებს, რომლის განხილვაც რეგულარულად მიმდინარეობს იმ უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ვისთვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა. პროექტში ჩართულობით მოსწავლეებს უვითარდებათ საუბრის, კითხვის, მოსმენის, წერის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის წარდგენისა და ჯგუფური მუშაობის უნარები. სასწავლო სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს Macmillan Education-ის საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს. პროექტში ჩართვის მსურველები დაუკავშირდით სკოლა-ლიცეუმის.დირექციას.
Read More
NK-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში დაცული მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობისა და ხატწერის ნიმუშები, ნუმიზმატიკური საგანძური.
Read More
️ NK-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი და მხიარული ვიზიტი ხელოვნების სასახლეში. ️მოსწავლეებმა მოისმინეს სასახლის ისტორია, დაათვალიერეს ექსპონატები, მხატვრული ტილოები და მონაწილეობა მიიღეს ICOM/CECA-ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, სადაც მოისმინეს კანფეტების შექმნის ისტორია და ნახეს ვიდეო მასალა, თუ როგორ მზადდება ტკბილეული საქართველოსა და უცხოეთში. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა საკუთარი დიზაინით შეფუთეს ტკბილეული.
Read More
NK-ის მოსწავლეები რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები, ფოტომასალა, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სალონური საღამოები, ყოფითი ნივთები და გარემო, რომლითაც მოსწავლეები მე-19 საუკუნის თბილისურ ცხოვრებას ეზიარნენ. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა მხიარული ვიქტორინა.
Read More
1 19 20 21 22 23 30