Caption align here

Blog Full Left Sidebar With Frame

 “NK”-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით პროგრამაში “ეკოთავგადასავალი”, რომელიც დატვირთული იყო სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო. მცენარეთა თესლის დათესვა; არტთერაპიული სავარჯიშოები; სენსორული მცენარეების გაცნობა; ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შენეცნება; ასე დასრულდა  “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.
Read More
”NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა: საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი; კამპუსის ბიბლიოთეკა; ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიები; კულინარიის აკადემია; მრავალფეროვანი ტურის ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
Read More
ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, აჭარა… ძველი ქართული ოდები და ნაგებობები, ადათ-წესები და ტრადიციები… სამეურნეო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები, ხალიჩები, ფარდაგები, ხალხური სამოსელი, ხის, კერამიკის, ტყავის ნაკეთობები… შემოდგომის თბილი, მზიანი დღე და ბუნების საოცარი ფერწერა… “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი, მხიარული და სასიამოვნო ემოციებით სავსე დღე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
Read More
“NK”-ში ცოდნის ზეიმი გაიმართა. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ.  დირექციას და მასწავლებლებს სამადლობელი სიტყვით მიმართეს სკოლის კურსდამთავრებულებმა და მშობლებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებს მხიარული განწყობა შეუქმნეს ზღაპრის გმირებმა.
Read More
სულ რამდენიმე თვის წინ შემოაღეს  “NK”-ის კარი ჩვენმა პირველკლასელებმა. დიდი წარმატებით გაიარეს პირველი სასკოლო ნაბიჯები, შეისწავლეს მხატვრული კითხვა, მათემატიკური აზროვნება, კომუნიკაცია, მოსწავლეთა ქცევის წესები, ანალიზი და შეფასება. დღეს კი მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. მხატვრული კითხვა, გააზრება, როლური თამაში და ინსცენირება – ის ცოდნა და უნარები, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით აითვისეს. პრეზენტაციაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ...
Read More
1 13 14 15 16 17 31