Caption aligned here

Blog Full Left Sidebar

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად,  “NK”-ის მოსწავლეები არ ღალატობენ ტრადიციას და გრძელდება მათი წარმატებები. ამჯერად, ჩვენს 11 კურსდამთავრებულს გადაეცა 9 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ქალბატონმა ნუნუ მუჩიაშვილმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ და გამორჩეულ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ...
Read More
 “NK”-ის მესამე კლასის მოსწავლე სესილი სივსივაძე, რომელიც ამავე დროს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეა, ოთხი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა: • SWISS International MUSIC Competition – I პრემია და ლაურეატის წოდება; • 8th International Piano Competition “Città di San Donà di Piave” – I პრემია და ლაურეატის წოდება; • “Golden Classical...
Read More
პანდემიით გამოწვეული უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად,  “NK”-ის მოსწავლეები აგრძელებენ ტრადიციას და მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა”- ეს ფრაზა გამოხატავს ქართველთა მრავალწლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს გამართეს ლიტერატურული საღამო, რომლის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების ცხოვრება და შემოქმედება. ლიტერატურულ საღამოს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და...
Read More
უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად,  “NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის “ბოლო ზარი” დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები. მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ. სითბოთი და სიყვარულით დაულოცა გზა პირველმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქალბატონმა ნუცა ჩხაიძემ. სკოლის წარმატებულად დასრულება მიულოცეს პედაგოგებმა და სკოლის თანამშრომლებმა. მოკრძალებული ზეიმი, ტრადიციისამებრ, ვერის პარკში ნაძვის ნერგის დარგვით დასრულდა....
Read More
“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”. წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით. დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები. დიდი მადლობა ამ ემოციური და შემეცნებითი...
Read More
1 13 14 15 16 17 20