ღონისძიებები

“NK”-ის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება სახელწოდებით “გაზაფხულის დღესასწაული”. ბავშვებმა გააცილეს სუსხიანი, მაგრამ მხიარული ზამთარი და მიეგებნენ წელიწადის უმშვენიერეს დროს, გაზაფხულს. ღონისძიებას თეატრალიზებული სახე ჰქონდა. ბოლოს კი ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლემ, სესილი სივსივაძემ, რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია, შეასრულა მუსიკალური ნომრები.
Read More
 NK-ის მოსწავლეთა მხიარული ზამთრის არდადეგები “ბაკურიანი 2023”
Read More
საახალწლო ზეიმი სკოლა “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ საახალწლო სიგელები.
Read More
NK-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში დაცული მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობისა და ხატწერის ნიმუშები, ნუმიზმატიკური საგანძური.
Read More
️ NK-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი და მხიარული ვიზიტი ხელოვნების სასახლეში. ️მოსწავლეებმა მოისმინეს სასახლის ისტორია, დაათვალიერეს ექსპონატები, მხატვრული ტილოები და მონაწილეობა მიიღეს ICOM/CECA-ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, სადაც მოისმინეს კანფეტების შექმნის ისტორია და ნახეს ვიდეო მასალა, თუ როგორ მზადდება ტკბილეული საქართველოსა და უცხოეთში. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა საკუთარი დიზაინით შეფუთეს ტკბილეული.
Read More
1 7 8 9 10 11 15