სიახლეები

 “NK” ხშირად გამცნობთ ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ. ამჯერად, დიდი სიამაყით, სიხარულითა და ემოციით გიზიარებათ ინფორმაციას ჩვენი კურსდამთავრებულის, ლერი ხუფენიას საერთაშორისო აღიარების შესახებ. ლერი, რომელიც ამავდროულად არის კოლუმბიის უნივერსიტეტის დევისის ფონდის მკვლევარი გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში, Forbes-ის 30 წლამდელთა სიის გამარჯვებული გახდა მეცნიერებისა და განათლების კატეგორიაში. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს.
Read More
საზაფხულო სკოლა ვერ ახერხებთ ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანას და არ გყავთ მათთვის ერთგული მეთვალყურე? ნუ ინერვიულებთ ვერის პარკში არსებული 28-წლიანი გამოცდილების მქონე სკოლა „NK” აცხადებს 5-დან 11 წლამდე ბავშვების მიღებას საზაფხულო სკოლაში სასკოლო-საზაფხულო პროგრამა მოიცავს: შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სპორტულ აქტივობებს ორჯერად კვებას მიზნობრივ ექსკურსიებს დედაქალაქის მასშტაბით მოსწავლეები გაივლიან საბავშვო ენციკლოპედიის, მხატვრული ლიტერატურისა და მედია წიგნების მოკლე კურსს. ასევე, მეტყველების კულტურის გამომუშავების, ინგლისურისა და მათემატიკის სახალისო კურსს საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან იმუშავებენ...
Read More
  “NK” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2023-2024 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ “NK”? სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მიზანია აღზარდოს სწრაფადცვალებად გარემოში ადაპტირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე; 28 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი, რომელიც სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს; წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე მასწავლებლები; მაღალი კვალიფიკაცია და ინოვაციური სწავლების მეთოდები; გაძლიერებული პროგრამით სწავლება; ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინგლისურ...
Read More
სკოლა NK-ის კურსდამთავრებულის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება. ჩვენმა ყოფილმა მოსწავლემ, ლერი ხუფენიამ, მოიპოვა აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული აკადემიური ჯილდო Davis Fellowship აკადემიური წარჩინებისთვის. წელს კოლუმბიის უნივერსიტეტმა სოლიდური კონკურენციის პირობებში ლერის კანდიდატურა წარადგინა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კატეგორიაში. სკოლა NK-ის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ლერის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.
Read More
საახალწლო განწყობა მუსიკის გაკვეთილზე ფლეიტის თანხლებით სკოლა NK-ში.
Read More
1 3 4 5 6 7