ახალ წელს გილოცავთ, პირველ კლასელებო!!!

?ჩემო პატარებო, პირველ კლასელებო, დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ  “NK”-ის კარი შემოაღეთ. თბილ და კეთილმოწყობილ გარემოში დავიწყეთ ანბანის შესწავლა, ვისწავლეთ ქცევის წესები, კომუნიკაცია. შემდეგ უჩვეულო ვითარებაში, დისტანციურად გაგრძელდა სწავლის პროცესი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის, რომ განსაკუთრებულად ახლოს ვყოფილიყავით ერთმანეთთან.
აი, წარმატებით დავასრულეთ პირველი სასწავლო წლის პირველი სემესტრი.
ჩემო ჭკვიანო და ნიჭიერო ბავშვებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერ ბავშვობას, სიკეთეს, ყველა ნატვრისა და ოცნების ასრულებას! უყვარხართ ხათუნა მასწავლებელს!
? “NK”-ის დირექციისა და მასწავლებლების სახელით, დამრიგებელი ხათუნა ბედუკაძე

Leave a Reply