პანდემიით გამოწვეული უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად, “NK”-ის მოსწავლეები აგრძელებენ ტრადიციას და მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა”- ეს ფრაზა გამოხატავს ქართველთა მრავალწლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს გამართეს ლიტერატურული საღამო, რომლის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა...Read More
უჩვეულო სასწავლო წლის მიუხედავად, “NK”-ის მეთორმეტე კლასელებისათვის “ბოლო ზარი” დაირეკა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები. მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს NK-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ. სითბოთი და სიყვარულით დაულოცა გზა პირველმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქალბატონმა ნუცა ჩხაიძემ. სკოლის წარმატებულად დასრულება მიულოცეს პედაგოგებმა და...Read More
“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”. წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით. დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული...Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “NK”-ის მოსწავლეები არ ითვლიან ქრომოსომებს. მათ დახატეს ჭრელი წინდები და ამით გამოხატეს სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. “ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი” “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს.Read More
გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტრიუმფი სატელევიზიო გადაცემაში “პატარების დიდი შოუ”. ამჯერად, სატელევიზიო შოუმ უმასპინძლა ჩვენს მეხუთე კლასელს, ბარბარე წვერავას. ბარბარე რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობს ლათინო-ამერიკული და ჰიპ-ჰოპის ჟანრში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებზე. ის უამრავი პრიზის, მედლის, დიპლომის და სიგელის მფლობელია. “NK”-ის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს...Read More