სტუმრად ლიტერატურის მუზეუმში

🔸სკოლა-ლიცეუმ “NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ.
🔸მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”.
🔸წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით.
🔸დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები.
🔸დიდი მადლობა ამ ემოციური და შემეცნებითი დღისთვის ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლებს, განსაკუთრებით ქალბატონ ია ღადუას.
🔸ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

Leave a Reply